ქალი ლამაზი, ქალი მშვენება,
ქალი ფიქრებშიც თან არეული,
ქალი თამამი ცოტა თავნება,
ქალი ქალღმერთი თან მზარეული.
ქალი ვით სიო გაზაფხულისა,
ქალი ვით მარტი ცოტა თამამი,
ქალი ფეხდა და ფეხ მანათობელი,
ქალი გრძნობებში მორცხვი, ალალი.
ქალი ვით ვაზის ქარვის მტევანი,
ქალი მალამო სნეული სულის,
ქალი ოდედგან მზრუნველი დედა,
ქალი საქარგი მფეთქავი გულის.
ქალი სინაზის ერთგვარი სფერო,
ქალი ყვავილთა ცალი ზმანება,
ქალი რომელიც მანდილს ატარებს,
ქალი გრძნობების ერთა ბრძანება.
ქალი ფიქრებში შორით წასული,
ქალი მრუნველი ლამაზი სუფრის,
ქალი შექმნილი კაც სატანჯველად
ქალი ნაბოძი საჩუქრად უფლის.
<<<ზაქარია ღორთლიშვილი>>>