ვანოს შოუ-ს 7მარტის გადაცემაში გავიდა სახალისო ვიდეო,სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ დაუდგა ყოფილმა ხელისუფლებამ კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა, თუმცა გადაცემაში ნათქვამი იყო თითქოს ეს ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა, რასაც ჯავახიშვილის იუმორისტული პასაჟიც მოჰყვა.
ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნული მასალა გადაღებულია ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს და საქანელებიც სწორედ მათი დადგმული იყო.
ვანო ჯავახიშვილის განცხადებით ვიდეო მომხმარებელმა გამოგზავნა და მისი გადამოწმება არ მომხდარა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია, მისივე თქმით აღნიშნულთან დაკავშირებით მისი გუნდი ბოდიშის მოხდას აპირებს და აცხადებს რომ ეს იყო მექნიკური შეცდომა.