„სააკაშვილი თუ იყო სატანა ის სხვა სატანამ შეცვალა" განაცხადა 24 მაისს დედაენის ბაღთან ლგბტ-ს პროპაგანდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მამა თომამ.
მისი თქმით, მოძღვრებს სამი მამაოს დაჭერით ვერ შეაშინებენ.
„გეიზმი ესაა დემონიზმი, ჩვენ ქვეყანაში შეუძლებელია გეიზმმა მოიკიდოს ფეხი. თუ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს გეები და კანონით უნდა მიიღოს დაცვა მათი, მაგალითი მოგვცეს ჩვენ და გავჩუმდებით - მისი ბიჭი გაათხოვოს გეიზე, თავის გოგო გაათხოვოს ლეზბიანკაზე,"-აცხადებს მამა თომა.
მისივე თქმით, ხელმწიფე თუ ხალხის საწინააღმდეგოდ „იქმის" ხალხმა ის უნდა გადააგდოს.
„ჯობია ეს 10 ათასი, 20 ათასი ადამიანი შტატებმა დააფინასოს, გამოუგზავნონ სამალიოტები და ივანიშვილმა გააფრინოს თავის გეები შტატებში,"- აღნიშნა მამაომ.