შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში ისევ დამათენდა
მაშინ შენ თმებს ბადრი მთვარე ისევ ანათებდა
მაშინ შენი თმების ქარი ვნებით ამავსებდა
რა გატირებს ქალო ალბათ შენც რაღაცა გაგახსენდა
ვიცი მეტყვი რად არ მოხველ , რისთვის გელოდეო
ვიცი მეტყვი მეტად აღარ შემომხვდეო
ვიცი მეტყვი ჩემს ბილიკებს რატომ შემორჩიო
არ გიყვარდი ჩემთვის რაღას მღეროდიო
შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში დგება შემოდგომა
ჭადრის ფოთლებს მომაგელვებს კართან როცა მოვალ
ვიცი მეტყვი ვერ გავძლებ და ისევ მიმატოვებ
ვიცი მეტყვი ვეჩვევიო ასეთ სიმარტოვეს
მთებზე უცებ წარიქცევა ნისლი ფერმიხდილი
და შენსავით უსუსური შეიკავებს ტირილს
მთებში შენი ეული ხმა მიხმობს თითქოს
არ გიყვარდი ჩემთვის რაღას მღეროდიო❤