ავტორი ნოდარ დუმბაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1973
რაზეა ფილმი ?...
სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არ აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც კი შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს. საბჭოთა სისტემის, როგორც დახშული და უღმერთო სივრცის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ნოდარ დუმბაძის თეთრ ბაირაღებში ისეთ ადამიანურ პლასტებში ვლინდება, რომელიც არც სისტემას და არც მკითხველს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.ავტობიოგრაფიულ რომანში თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი, დრო და სივრცე დღემდე ცოცხალ მხატვრულ მეტაფორას ქმნის და თავის აქტუალობას არ კარგავს.