Udiplomo sasidzo / Жених без диплома HD (Грузия)
უდიპლომო სასიძო — კინოსტუდია ქართული ფილმის მიერ გადაღებული კინოფილმი
მხატვრული ფილმი, კომედია (1961)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.08.1963 წელს
ფილმის რეჟისორია: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: რევაზ (რეზო) ებრალიძე, ოთარ რაზმაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
მონაწილეობენ: კონსტანტინე (კოტე) მგალობლიშვილი (ბიჭიკო), ბელა მირიანაშვილი (ნანი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ვარდენი), დუდუხანა წეროძე (კესარია), ვახტანგ ნინუა (ნიკოლოზი), თენგიზ მაისურაძე (ზურაბი), დოდო აბაშიძე (დოდო), ზანდა იოსელიანი (ქეთევანი), აკაკი ვასაძე (პარმენი), რევაზ ხობუა (მძღოლი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, ჰენრიეტა ლეჟავა, ქართლოს კასრაძე, ალექსანდრე კვალიაშვილი, აბესალომ ლორია
ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს
_____________