ახალდაბის 13 ივნისის კატასტროფიდან ერთი წელი გავიდა. ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა, სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღადგინა შარშანდელი წვიმის მონაცემები მეწყრამდე და მეწყრისას. აქვე იხილავთ, წვიმის რა რაოდენობისას მოწყდა მეწყერი და რა ხდებოდა წლევანდელ მაისს.
ვიდეოში ასახულია:
2015 წლის 1-ლი მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით დღიურად მოსული წვიმის ჯამური რაოდენობა (მმ);
2015 წლის 13 და ნაწილობრივ 14 ივნისს ყოველ სამ საათში მოსული წვიმის ჯამური რაოდენობა (მმ);
და, შედარებისთვის, 2016 წლის 1-31 მაისის დღიურად მოსული წვიმის ჯამური რაოდენობა (მმ)
ასევე, აგებულ გრაფიკზე ჩანს კონკრეტულად ახალდაბის მეწყრის ადგილას მოსული ნალექების კუმულაციური ჯამი, სადაც სწრაფი მატების გრადიენტი მეწყრის მოწყვეტის დროს ემთხვევა.