შემზარავი დანაშაული ახალქალაქის რაიონში: შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ვაჩიანში მომხდარ მკვლელობას გახსნილად აცხადებს.
მოკლულია დედა და სამი შვილი. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბრალდებული 24 წლის მამაკაცი კაჩოტიანების ოჯახს ძარცვის მიზნით დაესხა თავს.
37 წლის ქალი და ორი უფროსი შვილი ბლაგვი საგნის ჩარტყმითაა მოკლული, 5 წლის ბავშვი კი, სავარაუდოდ, კვამლით არის გაგუდული.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ოჯახის წევრებმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწიეს.
„მოამბე“ შემთხვევის ადგილიდან.