ბევრი შეკითხვა მომდის საზოგადოების მხრიდან თუ რატომ მტანჯავენ ასე და რატომ მექცევა სახელმწიფო ასე დაუნდობლად.
მე დაზუსტებით ვცემ ამ ყოველ კითხვას პასუხს.
ვინაიდან დიდი ბრძოლის შედეგად 2013 წლის 15 აპრილს მივაღწიე ჩემს უდანაშაულობას და გამამართლებელ განაჩენს ჩემი 9 თვიანი უკანონო ტყვეობის შემდეგ და შემდგომ ადმინისტრაციული პროცესიც მოვუგე სახელმწიფოს კერძოდ მთავარ პროკურატურას და სასამართლომ დააკისრათ ჩემს სასარგებლოდ კომპენსაცია უკანონო პატიმრობით გამოწვეული ზარალისა სწორედ ამას ვერ და არ მპატიობს სახელმწიფო და მიიღეს გადაწყვეტილება ჩემთვის ამ კომპენსაციისა და ყოველგვარი საარსებოს დასაბლოკად რაც განახორციელეს და რაშიც გამოიყენეს ჩემი ყოფილი ადვოკატი მარიამ პაპოშვილი რომელსაც შეატანინეს სასამართლოში სარჩელი და უზრუნველყოფის მიზნით დამოყადაღეს ანგარიში და პენსია თუმცა პენსიაზე სასამართლომ მოხსნა საარსებო მინიმუმის 150 ლარის ფარგლებში ყადაღა მაგრამ ამ გადაწყვეტილებას უგულვებელჰყოფს ლიბერთი ბანკი და პრინციპულად არ მაძლევს სასამართლო განჩინებით დადგენილ საარსებო მინიმუმს,თუ არა ზემოდან ბრძანება ბანკი ვერ გაბედავდა ბოლომდე სასამართლო გადაწყვეტილების უგულვებელყოფას,მე დადასტურებულად ვიცი რომ ბანკს ზურგს უმაგრებენ მთავარი პროკურატურიდან და ხელისუფლებიდან ასევე ჩემთვის კარგად ნაცნობი გავლენიანი და საზოგადოებაზე ძლიერად მანიპულირებადი ჯგუფიდან.
მათ მიაღწიეს იმას,რომ მე სრულიად დამბლოკეს (მადლობა უფალს) და ყოველგვარ ბინძურ ხერხებს მიმართავენ ჩემი სახელის,ღირსებისა და მრწამსის ყველაზე ბინძური მეთოდებით შეურაცხყოფაზე.
გამამართლებელი განაჩენი გამოქვეყნებული მაქვს და შავით თეთრზე წერია ჩემი ყველა სიმართლე და ყველა იმ სიბინძურის გამაბათილებელი ფაქტები რომელსაც ჩემს წინააღმდეგ ავრცელებენ.
ხელისუფლებას დარჩენილი აქვს 6 დღე ჩემი უსამართლობის წინააღმდეგ რეაგირებისათვის,წინააღმდეგ შემთხვევაში მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება,რომლითაც ბევრ საკითხს წერტილი დაესმება.
იესო ტკბილი იყოს ყოველთა მსაჯული.