30 ათაას ჰექტრამდე ფართობის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია. გამორჩეული ადგილი პლანეტაზე რომელიც უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული დამთვალიერებელს ელოდება. თუშეთი არის ადგილი რომელიც ყველას ხიბლავს თავისი ბუნებრივი თუ ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და რასაკვირველია ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით. საქართველოს მხარე რომელიც პირველივე ჯერზე ადამიანზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ივნისიდან თოვლის მოსვლამდე და გზის ჩაკეტვამდე ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ თუშეთში შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არსებობს ამ ულამაზესი ადგილით დღეს უცხოელები უფრო ინტერესდებიან ვიდრე ქართველები.