შავიზღვისპირა ქალაქში თავმოყრილ სხვადასხვა პარტიულ დაჯგუფებათა ყურადღების ცენტრშია ინგლისური გემი, რომლითაც დენიკინის არმიისთვის ფული, იარაღი და საიდუმლო დოკუმენტები გადააქვთ. ბრიტანული და ადგილობრივი დაინტერესებული წრეების წინააღმდეგ ბოლშევიკების მცირე დივერსიული ჯგუფი იბრძვის, რომლის მიზანია, იარაღი თეთრგვარდიელების ხელში არ მოხვდეს. შეთქმულები გემზე აიპარებიან, კაპიტანს განაიარაღებენ, ფულს ხელში ჩაიგდებენ და გემს დანაღმავენ. დევნას რომ თავი დააღწიონ, დივერსანტები ჭაობების გავლით შეეცდებიან სამშვიდობოს გასვლას. ჯგუფში მოღალატე აღმოჩნდება, რომელიც ფულს გაიტაცებს. შეთქმულების უმეტესობა ჭაობებში დაიღუპება.
დამდგმელი რეჟისორი: გენო ხოჯავაგენო ხოჯავა
სცენარის ავტორები: ალექსანდრე მანწკავაალექსანდრე მანწკავა, გენო ხოჯავაგენო ხოჯავა
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე გვასალიაალექსანდრე გვასალია
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაიაბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძეიაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ნუცა შოშიტაიშვილი
მემონტაჟეები: ქეთევან თაღნიაშვილი, ნელი ქრისტესაშვილინელი ქრისტესაშვილი, ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავაგივი (გურამ) ფირცხალავა (უტა), იმედა კახიანიიმედა კახიანი (ანდრო), არიადნა შენგელაიაარიადნა შენგელაია (ნადიდე), ლეო (ლევან) ფილფანილეო (ლევან) ფილფანი (ბოცო), ბორის წიფურიაბორის წიფურია (სელიმი), ელგუჯა ბურდულიელგუჯა ბურდული (აშორდია), სერგო პაჭკორიასერგო პაჭკორია (ჰასანი), ბერდია ინწკირველიბერდია ინწკირველი (კალენიკე), გია გუგუნავა (ნიაზ), რუსლან მიქაბერიძერუსლან მიქაბერიძე (მეზღვაური), ვარლამ (ვალოდია) წულაძევარლამ (ვალოდია) წულაძე (მარკოზი), რევაზ თავართქილაძერევაზ თავართქილაძე (გენერალი) .