"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სენაკში კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ეტლით მოსარგებლეთა აქტიური რეაბილიტაციის სასწავლო ბანაკს ესტუმრა. აღნიშნული ბანაკი იმართება პროექტ საქართველოს ეტლების წარმოების ქსელის ფარგლებში, რომელსაც კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" პარტნიორ ორგანიზაციასთან, ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.
პრეზიდენტობის კანდიდატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20-მდე პირს შეხვდა და მათგან არსებული პრობლემები მოისმინა. მარგველაშვილმა თავადაც სცადა ეტლით წინააღმდეგობების დაძლევა.