მოგშივდა, მაგრამ სახლში მზა საჭმელი არ არის? არც იმის დრო გაქვს, რომ რაიმე მოამზადო? სულ რაღაც სამ წუთში იმპროვიზებული ომლეტი-ნამცხვრის გაკეთება შეგიძლია.
მოსამზადებლად 1 ჩ. კ. ნაღების კარაქი, 1 კვერცხი, 1-2 სადილის კოვზი რძე, 2 ს.კ. გახეხილი ყველი, 1 ნაჭერი პური, მწიკვი მარილი და პილპილი დაგჭირდება. ამ ყველაფერს შეგიძლია გემოვნებით ბოსტნეული და მწვანილი დაუმატო.
გამდნარ კარაქს კვერცხი დაუმატე და კარგად ათქვიფე, შემდეგ კი რძე შეურიე. ბოლოს ყველი, მარილი, პილპილი და დაუჭრელი მწვანილი დაამატე. ჭიქაში ბოსტნეულის ნაჭრების ჩადებაც შეგიძლია. მასისთვის დანაწევრებული პურის ნაჭრის დამატებაც არ დაგავიწყდეს. ბოლოს კი ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში 3-3,5 წუთით გააჩერე.