კონსერვატორიის პირველ ფოლკლორულ ანსამბლის წევრებმა, აწ განსვენებული წევრების შვილებთან და ახალგაზრდებთან ერთად შეასრულეს სიმღერა "ბინდისფერია სოფელი" - ანსამბლის ყველაზე მხცოვანი წევრის † ვალიკო ნანობაშვილის მოძიებული ძველი ვარიანტით:
"...ისეთ დროს უნდა წახვიდე,
ისეთ დროს უნდა კვდებოდე,
ამქვეყნად ენანებოდე,
იმქვეყნად ეხარებოდე..." ან მეორეჯერ გამეორებისას:
"ისეთ დროს უნდა წახვიდე.
ისეთ დროს უნდა კვდებოდე,
სიცოცხლეს ედარდებოდე,
სიკვდილსა ეტირებოდე."
- ასე მღეროდნენ 60-70-იან წლებში და დარწმუნებული ვარ უფრო ადრეც...
ბოლო წლებში ეს სიმღერა გადაკეთდა და მიემატა სხვა ლექსის სტროფები: "ლექსო ამოგთქვამ ოხერო..." და ა. შ.
04.03.15