გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში არქიმანდრიტმა მამა სერაფიმემ ღვთისმსახურება არამეულ ენაზე ჩაატარა. წირვაზე წარმოშობით ასურელმა მამა სერაფიმემ მრევლთან ერთად ქრისტეს ენაზე იგალობა. იგი ერთადერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირია საქართველოში, რომელიც წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღავლენს.