©
www.liberali.ge
დღეს კანცელარიასთან RMG Gold- ის გათავისუფლებული და მათი მხარდამჭერი, გაფიცული თანამშრომლების აქცია გაიმართა. ისინი კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტის შეცვლას, სამუშაოდან გათავისუფლებული მუშების სამუშაოზე აღდგენას, მათთან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და ამასთანავე ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
პრემიერის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ორშაბათს კაზრეთში სამმხრივი კომისია შეიკრიბება, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატის, კომპანიისა და გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრებისგან დაკომპლექტდება და წამოყენებულ მოთხოვნებს განიხილავს.