ჩანაწერები უკრაინულ ვებგვერდზე გუშინ, საღამოს 8-ის ნახევარზე გავრცელდა. აუდიომასალაში ექსპრეზიდენტი ჯერ "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, შემდეგ კი გიგა ბოკერიას ურეკავს და ტელეკომპანიის შესახებ ესაუბრება.
ექსპრეზიდენტი, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, მოვლენების გავითარების სცენარს განიხილავს. ნიკა გვარამიას მოქალქეების მობილიზებას, ბარიკადების და რკინის კონსტრუქციების მოწყობას ურჩევს.
მეორე აუდიოჩანაწერში ტელევიზიის დირექტორთან დიალოგის დეტალებს სააკაშვილი გიგა ბოკერიას უყვება.