რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში ანსამბლ ,,აკორდის'' კონცერტი სახელწოდებით ,,მევიოლინე სახურავზე'' გაიმართა. ანსამბლის წევრების გარდა, რამდენიმე მუსიკალური ნომერი მაყურებლისთვის ცნობილმა მომღერალმა ეთერ კაკულიამაც შეასრულა.
18-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე, ანსამბლი ..აკორდი'' არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა.