• • •
ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები,
შენს ხმა ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები...
თეთრი ფიფქისდარი, ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი როგორ მენატრება...
წაუღიათ ფიქრებს დაბინდული მთები,
ნეტავ შევხვდე ვინმეს, შენზე მოვუყვები...
შენზე ფიქრი ფრთებს შლის, ვსვამ და ვეღარ ვთვრები,
ამ ჩაკეტილ მთებში, როგორ მენატრები!!!
ჩემი სიმღერები თოვლში გაფანტულან,
მუშტებს მიღერებენ ჩემო თვალხატულავ...
თეთრი ფიფქისდარი, ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი როგორ მენატრება...
• • •