23 ნოემბერი და 6 მაისი ისტორიულ ჰერეთში განსაკუთრებული თარიღებია. მთელი წლის განმავლობაში, სწორედ ამ ორ დღეს, ადგილობრივ მართლმადიდებელ ქართველებსა და საქართველოდან ჩასულ მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში სანთელი დაანთონ და ლოცვა აღავლინონ. ჰერეთში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასწრების საშუალება წელს პოსტსკრიპტუმსაც მიეცა.
გიორგი გვიშიანი, ნიკა ლებანიძე