დიღომში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ბევრი უშვილო წყვილი მიდის. დეკანოზ მერაბ დეკანოსიძის ლოცვა-კურთხევის შემდეგ, მრავალი ასეთი წყვილი გაბედნიერდა - მათ შვილები შეეძინათ.
ამ დროისათვის, ასეთი წყვილების რაოდენობა უკვე 32-ია.
დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე ამბობს, რომ ტაძრის მშენებლობა 4 წლის წინ ყოველგვარი სახსრების გარეშე დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში უამრავი სასწაული ხდება.