ისე თეთრი ხართო როგორც ნუშის გული,
ისე მათრობელა როგორც ამარეტო,
ხოდა ქალბატონო მეც რომ შემიცოდოთ
მოდით ეგ ღიმილი ცოტა დამალეთო...
ვიცი ქალბატონო გიჟი გეგონებით,
მაგრამ აღარა მაქ რცხვენა არავისი,
გიჟი? ცოტა კი ვარ, ისიც გემოვნებით
თქვენ რომ შემოგხედეთ ვინ ვარ აღარ ვიცი...
ჩამქრალ ოცნებებად ვნება მესახება,
გულში გამიყარეთ თქვენი მკვლელი მზერა,
მერე დამაჩოქეთ ღვთიურ ვენახებთან,
დიდხანს მაწურინეთ დარდი ვებერთელა...
სახეს როგორ გშვენით ოდნავ გაღიმება,
ტუჩის დასველება რაღაც სახიერად,
ჩემში შეგიძლიათ მკვლელის გაღვიძება,
ყველა მეტოქეზე შურის საძიებლად...
თქვენთვის არ მიკითავს იქნებ გეჯავრები,
გრძნობა შემომადნა ვნების მყინვარებით,
იქნებ დაიოკოთ ბრაზის ეგ ჯარები,
თქვენ რა გამიწყრებით? უფრო მეყვარებით...
გრძნობად წითელ ვარდებს ფეხქვეშ გაგითელავთ
ვარსკვლავთ მოგიკრიფავთ თმებში სამაგრებად
მერე სიმღერებში ღამეს გაგითევთ და
მთვარეს ნამგალიანს გიძღვნით საამებლად...
მე თქვენ შემიყვარდით უნდა დაიჯეროთ
და ეს სიყვარული დიდხანს დავიგროვე
თუკი გაწყენინეთ უნდა მომიტევოთ
ხომ თქვენ შემოგწირეთ ნეკნი თავის დროზე...
ყვავილს სურვილჩათქმულს ფურცლებს ღერად ვაცლი
გრძნობაც ქრისტესავით ალბათ ბევრჯერ დავგმე
გრძნობით პარასკევს რომ ფიქრის ჯვარზე მაცვით
კვირას ველოდები იქნებ მკვდრეთით აღვსდგე...
იქნებ ნაგანს ვუძმო? მკვდრეთით გადასულში
თქვენი უთმქელი ხმა იქნებ გამაგონოთ
და თუ თვით ნაგანსაც ცოცხლად გადავურჩი
სუნთქვა შემიწირავს თქვენი ქალბატონო...
ისე თეთრი ხართო როგორც ნუშის გული
ისე მათრობელა როგორც ამარეტო
ხოდა ქალბატონო მეც რომ შემიცოდოთ
მოდით ეგ ღიმილი ცოტა დამალეთო.