Nugzar Psuturi & Lela Tataraidze - Shatilis Asulo with Ensemble ''Kelaptari''
Text:
შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ვაჟავ, მეც მათრთოლებს ეგ შენი თმები და
ლოდებზე გრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.
ფრიალო ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
მთის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა.
მზითვებად ჩეჩნურ ცხვარს მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
მზის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯაჭვივით დაყრილი ნაწნავთა რხევითა.
თუ გინდა ქალაუ, რომ გახდე შენ ჩემი,
წყაროზე ნუ გახვალ მარტოკა ხელსურით,
წაგიყვანს ძვირფასო მგლის მუხლა ჩეჩენი
ანორბის თვალება არხოტის ხევსური.