სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. მათ ჰომოსექსუალების შესახებ გადაღებული ქართული ფილმი გააპროტესტეს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ რუსთაველში 17 მაისს - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს უნდა გაიმართოს. მამა დავით ისაკაძის თქმით, ის საქართველოში ლგბტ ჯგუფების არსებობას ეწინააღმდეგებიან და მას გარყვნილებად აფასებს. აქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ იყო ორგანიზებული. მას მრევლის ნაწილიც შეუერთდა.