სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთმოყვარე, განსასვენებელსა შენსა მაცხოვარ სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ არიან.
განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე. დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა. შენ ხარ ღმერთი რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი. აწცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულსა მონისა ამის შენისასა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან შევ ღმერთი ხორც შესხმული, მას ევედრე რათა აცხოვნოს სული ამისი.