კიდევ ერთი სოფელი, რომელსაც დაცლა ემუქრება - „გამოჩინებული“ სამტრედიის რაიონში მდებარეობს. აქ არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი, უგზოობის გამო კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ კვირაში ერთხელ დადის. ადგილობრივები ვერც სოფლის ამბულატორიით სარგებლობენ.
რას ითხოვენ მაცხოვრებლები და რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად - „მოამბის“ რეპორტაჟი გამოჩინებულიდან.