დღეს ბათუმში ზღვის კურთხევის აიაზმა შესრულდა, რომელსაც მრევლის განბანვის ტრადიციული ცერემონია მოჰყვა.
ბათუმის მოსახლეობა ყოველ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სანაპიროზე იკრიბება და მოძღვრებთან ერთად განბანვაში მონაწილეობს. სანაპიროზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მეუფე დიმიტრისთან ერთად მივიდა. ზღვაში შესვლამდე სასულიერო პირებმა ნათლისღების ლოცვა მრევლის გალობის თანხლებით აღავლინეს, რის შემდეგაც ზღვის კურთხევა შესრულდა და მორწმუნეები წყალში შევიდნენ.