ჩემი სიცოცხლე,
შენით მკურნალი,
ჩუმი ალერსით მუდამ ტკბებოდა,
შენი თვალები, სიცოცხლის ეშხით,
ჩემს გონებაში იმალებოდა
დარდით დაღლილი ჩვენი გულები
შორით გაყრილნი იტანჯებოდნენ,
მაგრამ შეხვედრის ერთი წამისთვის
ფანცქალით თრთოდნენ, არ ჩერდებოდნენ
შენი ალერსი და შენი კოცნა
ვისთვის წყევლაა ვისთვის კი ლოცვა
. მე შენ მჭირდები, სანთლად მენთები
შენ რომ არ მყავდე, დავიღვენთები ...
ბევრის შური ჰყეფს ღრენა მაწუხებს
არ ვუშინდები ვებრძვი მარწუხებს
მინდა ფიალა ღვინით ავავსო
მტერი ერთყლუპად სულმთლად დავცალო!