ლექსი ჩემს პატარებს. მიყვარხართ...
„ფიქრიც კი მღლის, უბრალოდ აღარ მინდა,
აღარ მინდა, ის ძველი დრო კიდე ერთხელ გავიარო,
აღარ მინდა, სიშორე და სიმარტოვე,
ვიცი ვერ გავუძლებ, ამას გული მიგრძნობს.
წავალ კიდე ერთხელ შორს და დაიწყება,
დღეების, თვეების თვლა, დრო კი ნელა გავა,
მონატრება გულს მომიკლავს და სუნთქვა შემეკრება,
თვალები ცრემლით ამევსება, მოგონებები დამეწყება,
ყველაფერი ერთად თავს მოიყრის, მე კი გული გამისკდება,
თავს იმშვიდებ ყველაფერი კარგად იქნებაო.
ყურში ბავშვების ჩურჩული ჩაგესმის და
დედის ნუგეში გენატრება,
ატირებულს მოიხედავ,ირგვლივ სიმარტოვე გხვდება,
უცხო ხალხის გამოხედვა გულს გტკენს, იცი შენი გენატრება
არა, აღარ მინდა, ვერ გავუძლებ სიშორეს და სიმარტოვეს,
არა, აღარ მ