გატყობ, გიტირია ჩუმად, ცრემლი შეხმობია წამწამს... შენთან, მოვდიოდი სტუმრად, რადგან უშენობა არ მწამს... ვხვდები, გიტირია ჩემთვის... მიმზერ სიყვარულის თვალით, ვხვდები, ახლა რასაც მეტყვი... საით დაუბერავს ქარი... ღმერთო! შეისმინე ლოცვა... ცრემლებს გააყოლე დარდი... თორემ, სიყვარული მომკლავს... ირგვლივ უაზროდ რომ დადის... ბევრჯერ მიტირია შენთვის... შენი სიყვარულით დაჭრილს, ახალს მე ვერაფერს გეტყვი... აჰა, დამამსგავსე აჩრდილს... უსიყვარულობა არ ღირს... ნატვრაც დამრჩენია - ერთი... ხედავ? წლები როგორ გარბის... მოდი, თუ გწამს ჩემი ღმერთი...