რაღაც ალბათ უსაშველოდ ადრეა,
რაღაც ალბათ – უსაშველოდ გვიან,
ვისთვის ზოგჯერ ყველაფერი
მთავრდება,
ვისთვის – ისევ დასაწყისი ჰქვია.
ზოგი სხვის გულს ტკივილად რომ
აჩნდება,
მერე აქეთ ატკივდება თავად,
ალბათ, ვიღაც ვიღაცასთან დარჩება,
ალბათ, ვიღაც სამუდამოდ წავა.
ეს ცხოვრება უსასრულო ბადეა
და თავისი უკითხავად მიაქვს,
ალბათ, შენი ჩემთან ყოფნა ადრეა,
ალბათ ჩემი შენთან ყოფნა –გვიან...
დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს