გრძნობის რა იციან ნეტავ თარიღებმა,
თვალებს უწვიმია, (წვიმით ტრასაც სველი...)
ჩემი სამყაროს კარს ჩუმად გაგიღებ და
ვფიქრობ, არ გექნება სხვა გზით წასასვლელი...
(ჩემგან წასასვლელი...)
როგორ მენატრება ზღვა და სხვა მუსიკა,
ჩვენი მელოდიის დაკვრა ფირფიტებით.
ერთხელ იმყოფინო იქნებ ნამუსი და
შევხვდეთ მზის ჩასვლისას, თორემ ვიფიტები.
(სულ მთლად ვიფიტები...)
ღამით შენზე ფიქრი სტუმრად მომივიდა,
ალბათ წამებით, ან სულაც საათობით,
იქნებ აღარცა მაქვს ამის მოტივი და
შევცდი, რომ მეგონა გულთან გამათბობდი.
(სუნთქვით გამათბობდი...)
ჩემთან აღარახარ თითქოს მგრძნობიარე,
ალბათ სხვა შეგხვდება ყოველ ღამით ვინმე,
მე კი დედამიწა შენთვის მოვიარე,
იმის იმედით რომ ერთხელ გამიღიმებ.
(ჩემთვის გაიღიმე