Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
„მხოლოდ ჯოჯოხეთის ხილვა თუ მომიყვანდა ჭკუაზე!"....ოჯახში ერთი შვილი ვიყავი. მდიდრულად ვცხოვრობდით. მშობლები სულ ჩემი ჭკუის დარიგებაში იყვნენ, ჩემ ნებაზე არ მიშვებდნენ. მე მხიარულად ცხოვრება მინდოდა, ისინი წესიერებისკენ მომიწოდებდნენ. საღამოს ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად ნადიმები და ქეიფები მიყვარდა. საამისოდ სახლიდან ჩუმად მიგვქონდა ხოლმე ყველაფერი. მამა ყოველთვის მსჯიდა ამისათვის. მე კი მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. ჩვენი სახლიდან ბევრი რამის წაღება შეიძლებოდა, რადგან ყველაფერი ბევრი გვქონდა ამ დროს გარდაიცვალა მამა. მე უფრო გავთამამდი, დედას არ ვუჯერებდი. იმის იმედით, რომ გამოვსწორდებოდი, დედამ დამაქორწინა. მაგრამ ამას არსებითად არაფერი შეუცვლია ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიღუპებოდი და კიდევ დავიღუპებოდ