ცალად დავიბადე, მარტო ერთი სული,დღემდე მსაჯულივით დამდევს ბედისწერა,სხვათა სიკეთისთვის, სხვათა ღიმილისთვის,ჩემი ცუდად ყოფნა სულ არ მეფიქრება.ღმერთო, შენ ხომ იცი, როგორ მედარდება,კაცი ობოლი და კაცი დამშეული,გული დღეში ასჯერ მაინც მეკუმშება,ფიქრი მეძალება დარდით არეული.დედა მიტოვებულს სულ სხვა ტკივილი აქვს,მის ცრემლს სხვანაირი ტვირთი ამძიმილებს,სევდა მოძალებულს დედის ჩახუტება,ენით გამოუთქმელ სითბოდ აიგივებს.ღმერთო, შენ ხომ იცი, როგორ მანადგურებს,ჭირში ჩავარდნილი ძმა და მეგობარი,სისხლი სულ სხვა ცეცხლით ძარღვებს აადუღებს,გული წამსვე ხდება მისთვის მეომარი.ცალად დავიბადე, მარტო ერთი სული,სანამ იმ ქვეყნადაც ერთსულ გაუყვები,ღმერთო, მომეც ძალა მტერი შევიყვარო,სხვის ცრემლს ჩემი გულით, მხრებით შევუდგებ