თუ ჩემი გულიდან გაგიშვი ნებით,
იცოდე მერე ვერაფერს შეცვლი.
ვეღარ დაგიწერ სიყვარულს ლექსად,
წარსულის გრძნობებს ვერავინ შველის.
მე დამნაშავე არა ვარ შენთან,
ბევრჯერ ვეცადე ტკივილი მეთქვა.
გიხსნიდი როგორ ძლიერ მიყვარდი,
ზეცა ტიროდა და წვიმდა ყველგან.
სულში კი მაინც დარი დარობდა,
და ვით გაზაფხულს ნუშის ბაღებში,
ჩემში გრძნობები ისევ ყვაოდა.
თუ ჩემი გულიდან გაგიშვი ნებით,
გთხოვ ნურასოდეს ნუ მობრუნდები,
მწარეა ძალზედ ის სინანული,
მე რომ გავუშვი და უკან მოდის.
ცრემლები ისევ ყელს ებჯინება,
ისევ ტირიან თვალები ჩემი.
სულის ტკივილი ისევ მაწამებს.
მაგრამ ცხოვრება გრძელდება გესმის?!
მე დამნაშავე არა ვარ შენთან,
წასვლა გინდოდა?! გაგიშვი ხელი.
ყველა გზა ნებით გადაგიკეტე,
და ასე წავშლი ცრუ იმედს ჩემში