,,დედები, რომ უკვდებათ, იმ გოგონებს იმედიც უკვდებათ თითქოს... საყრდენი ეცლებათ და მიწაზე ისე ძლიერ ენარცხებიან, რომ წამოდგომის შემდეგაც ვეღარ პოულობენ მსგავს დასაყრდენს.
ფრთამოტეხილ ბარტყებს ჰგვანან ის გოგონები, რომელთაც დედები, უკვდებათ. მათთვის ახალ თავშესაფრად სასაფლაო იქცევა ხოლმე, იქამდე მისასვლელი გზა კი ყოველ ჯერზე ისე ეწელებათ, რომ ეჩვენებათ თითქოს საუკუნეებს ითვლიან.
უდედოდ, დარჩენილი გოგონები ყოველღამე ბალიშებს ასველებენ, ხოლო გამთენიისას კი ღიმილს აიკრავენ სახეზე ხოლმე.
ან, ის თუ იცი ღმერთო ის გოგონები, დედა რომ უკვდებათ, მთელი ცხოვრების მანძილზე მას გულით დაატარებენ და ყოველ წაბორძიკებისას შველას სწორედ მათგან ელოდებიან, ხოლო ყოველი არჩევანისას რჩევას.
და მაინც ,უდედოდ დარჩენილ