დარჩი, ჯერ ისე ქარია გარეთ,
დარჩი სანამ ეს წვიმა იქნება.
და როცა მშვიდად ეწვევა ცას მზე,
გთხოვ მერეც დარჩი თუ მოგინდება.
დარჩი და მართლა არც კი მოიწყენ,
გასწავლი ხელის ჩრდილებით ხატვას.
ხმაც რომ არ გამცე მაინც მოვისმენ,
მაგ მრავლის მეტყველ თვალებში ფრაზას.
დარჩი და გაქცევ მესაიდუმლედ,
ჩემს მერე მარტო შენ რომ გაგანდობ.
ახლოს მოსვლითაც არ შეგაწუხებ.
თუნდაც გრნნობებმა რომ მიღალატოს.
დარჩი რა სანამ ჯერ ღამე არის,
ჩუმად ვინატრებ აღარ გათენდეს.
პირველად მივხვდი შიში რა არის,
მე მეშინია რომ არ გაჩერდე.
რომ არ დამტოვო ამ ქარიშხალთან
რომ არ დამტოვო წვმიან ღამეს.
განა ამინდის მიჭირს ატანა,
მე ვერ ავიტან შენ რომ არ დარჩე.