„– ალკოჰოლიზმის მიეზი თავსმოხვეული სიმახინჯე და ამაოებაა“.
– ეს ციტატაა?
– დიახ, მალკომ ლაუერის.
– ერთი შეკითხვა მაქვს: პურს, რომ ყიდულობ, შექსპირი გახსენდება? „კრუასანები თუ შოკოლადიანი ფუნთუშები საკითხავი აი ეს არის?!“ – ამბობ? ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველა დიდ მწერალს, მირჩევნია, შენი სიტყვები გამაგონო. ციტატების მოყვანა ძალიან ადვილია, რადგან იმდენი კარგი მწერალია, იმდენი რამ თქმულა, რომ, შეიძლება, საკუთარი აზრის გამოთქმა ზედმეტიც იყოს.
– კარგი, მაშ ასე: ღარიბი ვარ და მომამარტენ პაჟი – ,,როგორ გავხდი იდიოტი''