ვიცი, რომ ხედავ უფალო, რა გრიგალებმა მიარეს, აღარაფერი არ შველის ღია დარჩენილ იარებს. მასწავლე, ვინც კი გაგარტყას, მეორე ლოყა უჩვენე, რა ლაწა-ლუწი აუტყდათ, რომელ ერთს გადავურჩე მე. რა ვქნა უფალო, თუ დღემდე მორჩილი ვიყავ მაგ მცნების, ვეღარ გავუძლებ, ცხოვრებას ძაღლივით ვყავარ ნაცემი. სიკეთე თესე ყველგანო, არა ვარ ღმერთო უარზე, აჰა, ეს გული რაც ვიმკე გაგლეჯილია შუაზე. შველას გთხოვ, გემუდარები, ასე ცრემლებში ვბერდები, განსაცდელი არ მელევა, შენ ამბობ,-,,გაძლიერდები". ვიცი უფალო ვმკრეხელობ, საყვედურს არ ხარ ნაჩვევი, მაგრამ ვის ვუთხრა, ვინ არის აიმ, ყველაფრის გამჩენი. ჩოქვით ვიარე შენამდე, ცრემლით მოგირწყე ტაძარი, ყველა ეშმა და სატანა ჩემს წინააღმდეგ დასძარი. ომის თავი მაქვს ახლა მე? როგორც გსურს ი