. მე მას 5 წლის შემდეგ დავურეკე. რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მას ნომერი არ შეუცვლია, თითქოს მელოდა კიდეც. როცა ყურმილი აიღო გული ამიკანკალდა. მისი ხმით თუ ვიმსჯელებთ, ბედნიერი უნდა ყოფილიყო, შორიდან ბავშვების სიცილის ხმაც მომესმა,. როცა გავიგონე მისი "ალოო, გისმენთ"..
საერთოდ დავკარგე მეტყველების უნარი. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. გამიხარდა რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად გულიც მეფლითებოდა. როცა 5 წლის წინ ის მეუბნეოდა...რომ ვეყვარებოდი ყოველთვის, დავცინოდი და ვეუბნეოდი, რომ, კიდევ იპოვიდა თავის ბედნიერებას . თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ის არ იტყუებოდა. მაგრამ, იმის შემდეგ,როცა მე მისგან მაინც წავედი, იმის შემდეგ...როცა მან ისევ მიპასუხა "ალო, გისმენთ",... ტელეფონი
იცი,როგორი სიყვარული ხარ? წყალს რომ დავლევ და მაინც წყურია. იცი,როგორი სიხარული ხარ? ქუდად რომ დღემდე თავს მახურია. იცი,როგორი ცის ნათება ხარ? რიჟრაჟზე დღე რომ ასახულია. იცი,როგორი დარდის შვება ხარ? გლეხის ყანა რომ გადახნულია. იცი,როგორი უტყვი ვნება ხარ? ცეცხლზე ტანი რომ გადაცმულია. იცი,როგორი შიშის დევნა ხარ? მზემ რომ მთის იქით სხვას გაუთია. იცი,როგორი დიდი რწმენა ხარ? სანთლად სულში რომ გულს დაუნთია