ყველა ჭრილობაზე მტკივნეული გულში დამარხული უთქმელი სიტყვებია.. რომელსაც გულში იმიტომ ინახავ რომ იცი წარმოთქმას აზრი არ აქვს რადგან იცი ვერავინ გაგიგებს..
...მშვიდად ვარ!
...მშვიდად ვარ.
მივალ ჩემი გზით.
მზე მიხარია, როცაც თოვს.
ზოგჯერ წვიმითაც ვსველდები.
მადლობა სიცოცხლეს, აღარ მთმობს.
მშვიდად ვარ.
ბოღმას არ ვანთხევ,
არც შურის შური მაცხია.
არც თავს გაწუხებ,გაწონებ,-
დრო იყო თმაც მივარცხნია.
მშვიდად ვარ...
მშვიდად ვიქნები...
მშვიდად გავყვები სავალ გზას.
მოვა დრო.., ჩემი კუთვნილი,
მნახავ ზეცისკენ მავალ მგზავრს.
უკანაც არ ვიხედები,
კვალიც არ დამიფარცხია...
ლექსები იტყვის ყველაფერს
ეშმა რით დამიმარცხია.
ვთესე სიკეთე,ვცდილობდი,
სიკეთედ ამოსულიყო.
რამდენჯერ ვთხოვე ჩვენს უფალს
შენთანაც რომ მისულიყო...
მშვიდად ვარ.
და შენც გისურვებ–
სიცოცხლე მშვიდი გენახოს!
და როცა მშვიდად დაგტოვებ...
ვიტყვი-დიდხანს არ მენახოს!
თ.რუხელი.
08.11.16.