----დავაგვიანე------
იქნებ ოდესმე,
სხვა ქუჩას გავყვე და როგორღაც გზა ამერიოს,
ნაცნობ ქუჩაზე,ფიქრები შენზე არ დამელიოს,
იქნებ ოდესმე,
უწიდელივით,კენჭი ვესრილო მე შენს დარაბას,
შენი თვალების შემოხედვა, ისევ დამდაგავს.
იქნებ ოდესმე,
ჩამეხვიო და შენთან ერთად დროც კი გაჩერდეს,
გარდასულ წლების გახსენება უფრო დამშვენდეს.
იქნებ ოდესმე,
აყვავებული ტყემლის ხესავით აფეთქებული,
მე შენ გიხილო,დედოფალივით დამშვენებული.
იქნებ ოდესმე,
სიცოცხლეს ვენდოთ..უღელტეხილი გადავიაროთ,
და გასავლელი ჩვენი ბილიკი გავამზიანოთ.
იქნებ ოდესმე,
გაწყვეტილი გზა გავაგრძელოთ,ბედნიერების,
წლები მეძალა, გრძნობა მეძახის მშვენიერების.
ეხლა როდესაც,
ჩემს ჭაღარას მზემ ტალღებად გადაუარეს,
ანცი ბიჭივით ნაცნობ ქუჩას ჩამოვუარე,
გული მომეც