ვერ გადავარჩინეთ, ჩვენი სიყვარული,
ახლა ორივენი, უკვე წარსული ვართ.
მე ვარ შენი ცრემლის ჩუმი სიბრალული,
შენ კი ის პასუხი მე რომ აღარ მითქვამს.
მხართან დაგიტოვე კოცნის ანაბეჭდი,
ყელში ჩემი სუთქვის თბილი მოსასხამი.
ჩემი გონებიდან შენ ვერ წაიშლები,
რადგან შემქმნელი ხარ ჩემი წარმოსახვის.
ბევრჯერ მოვინატრებ შენთან მშვიდ საუბარს,
ცუდი რეალობის კარგი მტერი რომ ხარ.
მარტო შენ გესმოდა, ამ გულს თუ რა უყვარს,
მარტო შენ იცოდი როგორ ძლიერ მიყვარს.
უცხო სილუეტში ძალით ჩავეფლობი,
მკაცრი მეტყველებით სუსტ ხმას გადავფარავ.
სხვისი გაღიმების მიზეზს დავეყრდნობი,
თუ ჩემს ატირებას ხალხში ვერ დავმალავ.
ვერ გადავარჩინეთ, ჩვენი სიყვარული,
ახლა ორივენი, უკვე წარსული ვართ.
მე ვარ შენი ცრემლის ჩუმი სიბრალული,
შენ კი ის