არ მიყვარს ქალი:
ტუჩებდაბერილი,
„გადაშპაკლული“ და
ვენებდასერილი.
ბევრჯერ დაკერილი,
მერე გაკერილი.
შვილის გამყიდველი,
ღმერთის გამრიყველი.
მიყვარს ქალი:
რომ გავს დილას,
საღამოს და შუაღამეს.
გაზაფხულის თავხედ წვიმას,
ანდა ზამთრის რომ ჰგავს ქარებს.
ზაფხულივით თბილი მიყვარს,
შემოდგომით რომ გრილდება,
ზამთარში კი სულ არ გცივა,
მთელი ცხოვრება რომ გშია.
გული როცა იწყებს ფრთხიალს,
მე ესეთი ქალი მიყვარს