წადი !...
წადი!... დარჩენა არც მითხოვია...
არც პატიებას გკადრებ ეული,
მუხლის მოდრეკა არ შემიძლია,
მე მოწყალებას არ ვარ ჩვეული...
წადი!... დუმილი არ დაარღვიო,
ისედაც ფიქრმა მითხრა სათქმელი,
ჩემს დაბრუნებას ნუღარ ეცდები,
გულმა დახურა ყველა სარკმელი.
წადი!... წაიღე ეგ მონატრება...
გულს აუკრძალე ჩემზე ფიქრები,
სიზმრად თუ კიდევ გამოგეცხადე,
ალბათ?! ... წარსულის ჩრდილი ვიქნები.
წადი! ... არ მინდა, გთხოვო დარჩენა,
უბრალოდ, ამას არ ვარ ჩვეული,
სიბრალულით და ტკივილით ყოფნას
მე მირჩევნია, ვიყო ეული...