Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
დღეს ტელეფონის გასაკეთებლად მივედი. იქვე ხანში შესული კაცი შემოვიდა,ძველი ტელეფონი ამოიღო და სთხოვა ხელოსანს გაეკეთებინა. "ტელეფონი მწყობრშია ბატონო და მას არაფერი სჭირს" - მიუგო ხელოსანმა. ამ დროს მოხუც კაცს,თვალები ცრემლებით აევსო და ჩუმად ჩაიჩურჩულა "აბა მაშინ, ჩემი არცერთი შვილი რატო არ რეკავს?" დააფასეთ მშობლები,დაუფასეთ მოლოდინი!