წმინდა მამები გვირჩევენ, ყოველი დღის ბოლოს, დაძინების წინ დაიჩოქე ხატებთან, მთელი განვლილი დღის სატკივარი, ცოდვები უფალთან მიიტანე, როგორც საკუთარ დედას, მამას ისე ჩაეხუტე ჯვარცმას მაცხოვრისას, ღვთისმშობელსა და წმინდანთა ხატებს მოუყევი შენი გასაჭირი, პატიება ითხოვე, ცრემლიც გადმოადინე საკუთარი უძლურებისა და უსუსურობის გამო და ნახავ, თუ რამხელა შვებას იგრძნობ იმ წამშივე, როგორ მოგეშვება გულიდან „დარდისა და მწუხარების ლოდი“. უფლის სიახლოვეს, სიმხურვალეს იგრძნობ საკუთარ თავში, რის გამოც მეტად შეგიყვარდება იგი და ახლოს მიხვალ მასთან, სიყვარულით კი შენი ლოცვაც გაძლიერდება.
სულთმოფენობა
უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მთელ
ქვეყანაზე გაბრწყინდა კაცთა ნათესავის მაცხოვნებელი აღდგომის ნათელი. წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს. მათ სრული შეგნებით, გონიერებითა და სიხარულით გააცნობიერეს ის უდიდესი ძლევა, ქრისტე ღმერთმა რომ მოიპოვა მსოფლიო ბოროტებასა და სიკვდილზე, გაითავისეს ისიც, რომ თავადაც ამ ძლევაში მონაწილეობისათვის იყვნენ მოწოდებულნი.
მოციქულთა წინაშე იხსნებოდა უდიდესი, დიდებული და ერთობ მძიმე გზა, მასზე შესადგომად და საბოლოო გამარჯვების მიღწევისათვის ადამიანური შესაძლებლობები, ცხადია, არ კმაროდა. მხოლოდ სულიწმინდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებს
სულის შაბათი – სულთაობა.
სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.
ტროპარი
"რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისაჲთა კაცთმოყუარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსუენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოებაჲ, შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყუარისა ღმრთისა".
კონდაკი
"წმიდათა თანა განუსუენე, ქრისტე, სულთა მონათა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარებაჲ, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ სიხარული და ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი".
უფალმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი მიცვალებულებს!.
.