იმან იკითხოს,... ვინც სიყვარულს ეძებს და კარგავს,
თორემ მე იგი იმდენი მაქვს, ყოველდღე ვხარჯავ!
რადგან გირიგებთ, ლექსში ვქარგავ და ისე გატანთ,
მე არ დაგიწყებთ დამტკიცებას ან თუნდაც კამათს...
ვიცი უჩუმად,... ოდესღაც სადღაც წახვალთ,
და მე გაგატანთ ისეთ გრძნობას რომელიც გვმართავს,
ვიცი გაგათბობთ და გეყოფათ უამრავ ზამთარს,
რადგან ლექსია და ამ ლექსსაც გრძნობები ფარავს,
ოდესღაც ალბათ თქვენი ტუჩები ხმამაღლა გამთქვამს.....
მაგრამ სახელი რომ გახსოვდეთ რატომღაც არ მწამს...
მთავარი არის, სიყვარულით არავის ვგავარ ....
რადგან გრძნობაა, უკვდავება რომელიც გვწამლავს...
მე ჩამოვყვები თითო ასოს, ანბანის კაბას,...
ვიცი სიყვარულს რომ დაეძებთ ისევ და კარგავთ...
მე კი ბევრი მაქვს და ამ გრძნობას მუდმივად ვხარჯავ