მე ის ქალი ვარ, ყველა დღე რომ ერთია მისთვის,
უკვე წლებია არ არსებობს სამი - რვა მარტი...
მე ის ქალი ვარ ჩემთვის თბილად აღარ უთქვიათ,
დაბადების დღეს გილოცავო აჰა, შენ ვარდი.
მე ის ქალი ვარ მიმაჩვიეს რომ უნდა ვიყო,
წამყვანი ძალა, მესაჭე და მუდამ ძლიერი,
არ მაქვს უფლება, მოვუსმინო რა უნდა ჩემს გულს,
სულ მცირე დოზით მაინც ვიყო მეც ბედნიერი.
უკვე წლებია დამავიწყდა, რომ მეც ქალი ვარ,
უცხო მიწაზე არ მიშრება ცრემლი თვალებზე,
თუ ძლიერი ვარ, რად ვასველებ ბალიშს ყოველღამ,
ან სიძლიერე ვინ მოიგონა, ვინ თქვა ქალებზე?
ქალი ქალია, ნაზია და ის არის დედა,
როცა დავტოვე აღარ იყვნენ თუმცა ჩვილები,
ახლა ვინა ვარ? არც ნაზი ვარ, ან რა დედა ვარ?
დაბრუნებულმა ვეღარ ვიცან ჩემი შვილები.
რა მწარედ მივხვდი, რომ მე მათთვი