ერთხელ კეთილი ადამიანი ღმერთს ესაუბრებოდა და ჰკითხა:
- უფალო, მინდა გავიგო, რა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი.
ღმერთმა ის ორ კართან მიიყვანა, შეაღო ერთი და კეთილი ადამიანი შიგნით შეიყვანა. იქ უზარმაზარი მრგვალი მაგიდა იდგა, რომლის ცენტრშიც საჭმლით სავსე დიდი თეფში იდო.
კეთილმა ადამიანმა იგრძნო, რომ ნერწყვი მოადგა. მაგიდასთან მჯდომი ადამიანები მშიერები და ავადმყოფები ჩანდნენ.
ისინი ყველა ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს შიმშილით კვდებოდნენ. ყველა მათგანს ჰქონდათ კოვზი, გრძელი-გრძელი სახელურით, რომელიც მათ ხელებზე იყო მიმაგრებული. მათ შეეძლოთ მიწვდენოდნენ საჭმელს, მაგრამ გრძელი სახელურების გამო პირთან ვერ მიჰქონდათ. კეთილი ადამიანი განცვიფრდა ასეთი სურათის დანახვაზე. ღმერთმა უთხრა: "ახლახან შენ